ავტორი:

შეტევა დღისით, მოულოდნელობის ეფექტით - როგორ დაიგეგმა ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია მძევლების გადასარჩენად?

შეტევა დღისით, მოულოდნელობის ეფექტით - როგორ დაიგეგმა ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია მძევლების გადასარჩენად?
  • მთავარი ფოტო: მძევლების გამოყვანის პროცესი

ოპერაცია, რომლის დროსაც ისრაელის სპეცრაზმმა ღაზას ცენტრში ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირატიდან ოთხი მძევალი გაათავისუფლა, რამდენიმე კვირის განმავლობაში იგეგმებოდა.

ისრაელელები მძევლების გათავისუფლების ამბავს სიხარულით შეხვდნენ, თუმცა პალესტინელები აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

ღაზას ჰამასის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმას 274 ადამიანი შეეწირა, მათ შორის არიან ბავშვები და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები.

  • სპეცოპერაცია დღისით დაიწყო, რაც საკმაოდ უჩვეულოა. IDF ოფიციალური პირების თქმით, ამან სამხედროებს საშუალება მისცა, გამოეყენებინათ მოულოდნელობის ეფექტი.

დღისით სპეცოპერაციის განხორციელებისას სპეცრაზმი დიდ რისკზე წავიდა არა მხოლოდ თავდასხმის დროს, არამედ უკანდახევის დროსაც. ისრაელის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი კომანდოელი მძიმედ დაშავდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შედეგად IDF-მ კიდევ ოთხი მძევალი გაათავისუფლა "ჰამასის" ტყვეობიდან. მათ შორის არის რუსეთის მოქალაქე.

გათავისუფლებული მძევლები - ნოა არგამანი, ალმოგ მეირ იანი, ანდრეი კოზლოვი და შლომი ზივი

IDF-ის სპიკერის კონტრადმირალ დანიელ ჰაგარის თქმით, "ეს იყო იგივე მასშტაბის სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა უგანდაში 1976 წელს, რომლის დროსაც ისრაელმა პალესტინელი ბოევიკისგან 102 მძევლის გათავისუფლება მოახერხა.

  • ჰაგარის თქმით, დაზვერვის საფუძველზე ისრაელიდან ღაზაში შეღწევით, კომანდოელებმა ერთდროულად დაარბიეს ორი საცხოვრებელი ბინა ნუსეირატში, სადაც მძევლები დაცვასთან ერთად იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთ ბინაში 26 წლის მძევალი ნოა არგამანი იყო. მეორეში - 41 წლის შლომი ზივი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 22 წლის ალმოგ მეირ იანი.

ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედროებმა რეიდი დეტალურად დაგეგმეს და ორი სასწავლო ბინის მაკეტებიც კი ააშენეს. CBS News-ის ცნობით, ორ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით, აშშ-მ ასევე უზრუნველყო ისრაელის დაზვერვის მხარდაჭერა სპეცოპერაციისთვის.

მობილურ ტელეფონზე გადაღებული არიან ადამიანები, რომლებიც გარბიან, როდესაც მათ თავზე რაკეტები დაფრინავენ და ისმის სროლის ხმა.

მოგვიანებით კადრებში ჩანს ქუჩის გასწვრივ მიმოფანტული ცხედრები. პალესტინელებმა, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ცხოვრობდნენ, სადაც "ჰამასი" ისრაელელ მძევლებს მალავდა, განაცხადეს, რომ სამაშველო ოპერაციის დროს ტერიტორია ინტენსიური დაბომბვისა და ცეცხლის ქვეშ მოექცა.

ნუსეირათის ბანაკში ალ-ავდას საავადმყოფოს დირექტორმა, მარვან აბუ ნასერმა BBC-ის არაბულ განყოფილებას განუცხადა, რომ საავადმყოფოში მიყვანილი ცხედრების რიცხვი შაბათი დღის განმავლობაში ყოველ საათში იზრდებოდა. მისივე თქმით, დაღუპულთა ცხედრების მოსათავსებლად საავადმყოფოს არ აქვს მორგი.

შაბათის ოპერაცია იყო ისრაელის სამხედროების ყველაზე წარმატებული მძევლების გადარჩენის ისტორიაში.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-მდე ადამიანი ტყვედ ჩავარდა. ნოემბერში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჰამასმა გაათავისუფლა 105 მძევალი ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის ციხეებში მყოფი დაახლოებით 240 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ზოგიერთი მძევალი ტყვეობაში დაიღუპა – მაგალითად, ივლისის დასაწყისში ისრაელმა ოთხი მოხუცებული მძევლის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

ამჟამად დაახლოებით 116 ადამიანი რჩება პალესტინის ტერიტორიაზე.

წყარო: BBC

წაიკითხეთ ასევე: