ამერიკულმა კომპანიამ Ford, დეტროიტის სალონზე სრულიად ახალი კროსოვერი წარმოადგინა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაანაცვლებს ამერიკაში გაყიდვად მოდელებს Kuga და Escape-ს.
Vertrek-ი მოდელ Focus-ის პლატფორმაზე შეიქმნა, ხოლო მისი დიზაინი შესრულებულია კინეტიკური კონცეპციის დიზაინში, რომელიც უკვე წარმატებულად მოირგო ახალი თაობის მოდელმა Fiesta-მ.
გარეგნულად კროსოვერი გამოირჩევა დიდი საბურავებით, წვრილი მთავარი ოპტიკით, რომელიც შუქდიოდის განათებითაა დამშვენებული და ნაწილობრივ ინტეგრირებულია წინა ბამპერში. ასევე გამორჩეულია სიახლის უჩვეულო ფორმის უკან ხედვის სარკეები ინტეგრირებული კამერებითა და პანორამული სახურავით.
Ford Vertrek Concept-ის საკეცის ზედის ქვეშ მოთავსებულია 1,6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი EcoBoost-ის ოჯახიდან, რომელიც აღჭურვილია სისტემით სტარტ/სტოპ და დაწყვილებულია 6-საფეხურიან ავტომატურ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფთან.
სხვა დამატებით დეტალებს სიმძლავრის აგრეგატებზე და დინამიკურ მაჩვენებლებზე "ფორდელები” ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა იტყობინებიან, რომ კონცეპტი უპრობლემოდ შეიძლება აღიჭურვოს 2-ლიტრიანი ტურბო-დიზელის ძრავითაც.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ამ სიახლის სერიულ ვერსიას წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე წარმოადგენენ, ხოლო მისი გაყიდვები უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"