თბილისის სასურსათო მაღაზიებში შაქრის დეფიციტია. "ინტერპრესნიუსი" რამდენიმე მარკეტში მივიდა, სადაც შაქარი, ზოგ შემთხვევაში მცირე რაოდენობთ, ზოგან კი - საერთოდ არ იყო.
დეფიციტის მიზეზებს მაღაზიებში ვერ ხსნიან და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შაქარი მიმწოდებლისგან არ მიუღიათ.
მარკეტებში, სადაც შაქარი აღარ იყიდება, ვერ აკონკრეტებენ, როდის მიიღებენ ახალ პარტიას.
პროდუქციის ღირებულება ამ დროისთვის 2, 50-დან 2, 80 ლარამდე მერყეობს. არსებული ინფორმაციით, შაქარი მაღზიებში რამდენიმე დღეში იქნება, თუმცა საგრძნობლად მომატებული ფასით.