რუსეთში მილიციას პოლიცია შეცვლის

რუსეთში მილიციას პოლიცია შეცვლის

რუსეთში სამართალდამცავ ორგანოს მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან მილიციის ნაცვლად პოლიცია დაერქმევა, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ინიცირებული "კანონი პოლიციის შესახებ" რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მიიღო.

ოფიციალურ განხილვამდე საზოგადოების სხვადასხვა ფენაში კანონპროექტის გარშემო დიდი მსჯელობა გაიმართა.

სამართალდამცავ სტრუქტურას სახელწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბური რეფორმირების ფარგლებში ეცვლება. რუსი კანონმდებლების განცხადებით, რეფორმა სისტემის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ