მერდოკი ”აიპადისთვის” პირველ გაზეთს ჩაუშვებს

მერდოკი ”აიპადისთვის” პირველ გაზეთს ჩაუშვებს

”News Corporation”-ი, რომელიც რუპერტ მერდოკს ეკუთვნის, პირველ ელექტრონულ გაზეთს ჩაუშვებს. ელ-გაზეთი,  ექსკლუზიურად Apple iTunes-ის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება და პლანშეტური კომპიუტერის ”აიპადისთვის” გამოქვეყნდება.

გამოცემა დახელწოდებით ”დეილი” კვირაში 99 ცენტი ეღირება. თავდაპირველად მისი ყიდვა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი.

ახალ გაზეთში წარმოდგენილი იქნება ახალი ამბები, ინტერაქტიული სქემები, მაღალი გარჩევადობის ვიდეორგოლები და პანორამული ფოტოები. მათი ნახვა ”აიპადის” სენსორული ეკრანის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

”დეილის” გამოსაშვებად მერდოკის კორპორაციამ დაახლოებით 100 ჟურნალისტი აიყვანა.

”ჩვენი სამიზნე აუდიტორია 15 მლნ ამერიკელია, რომლებიც როგორც მოსალოდნელია, მომავალ წელს ”აიპადის” მფლობელები გახდებიან”, - ამბობს მერდოკი.

ამერიკელი მედიამაგნატი მიიჩნევს, რომ ინტერნეტ-მომხმარებლები ახალი ამბებისთვის ფულს უნდა იხდიდნენ. მერდოკის კუთვნილმა რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის ”Wall Street Journal”-მა ”Times”-მა და ”Sunday Times”-მა ონლაინ მომხმარებლებისთვის სააბონენტო გადასახადი უკვე დააწესა.

გაზეთ ”Times”-ში განაცხადეს, რომ გადასახადის დაწესების შემდეგ  საიტის მომხმარებელთა რაოდენობა 87%-ით შემცირდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბევრი მკითხველისთვის მიუღებელია, რომ მათ საიტის შინაარსის გასაცნობად თანხა უნდა გადაიხადონ.

”აიპადის” საშუალებით, შესაძლოა, ჟურნალების ”Esquire”, ”GQ”, ”Glamour”, ”New Yorker” ”Vanity Fair” და ” Wired”-ის ელექტრონული ვერსიების ყიდვაც.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)