უახლოეს წლებში მედიკამენტების არსენალში უნიკალური აბები შეიძლება გაჩნდეს. მეცნიერების აზრით, ის ეფექტურად შეძლებს გულის შეტევის შემდეგ ყველა საჭირო ფუნქციის აღდგენას.
აბის შექმნა გულის ბრიტანული ფონდის მრავალმილიონიანი კვლევის შემდეგ გადაწყდა. ამ ორგანიზაციის დირექტორის, პიტერ ვეისბერგის თქმით, ეს აბი, შესაძლოა, მედიცინის გრაალად იქცეს.
მედიკამენტი ბაზარზე უახოესი 7 წლის განმავლობაში გამოჩნდება. ის გულის რეგენერაციას შეუწყობს ხელს და დროდადრო მისი მუშაობის გაუმჯობესებაზეც იზრუნებს.
ამ წამლის შექმნის იდეა თევზ დანიო-რეიროზე დაკვირვების შემდეგ გაჩნდა. მას უნარი აქვს გულის ნაწილები თავადვე აღიდგინოს. ასე მოხდება ადამიანების შემთხვევაში, თუკი ამ აბებს წარმოებაში ჩაუშვებენ.
მომზადებული newsru.com-ის მიხედვით.