თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ახლებური წესით გადახდა 7 თებერვლიდან მოუწევს

თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ახლებური წესით გადახდა 7 თებერვლიდან მოუწევს

თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდა 7 თებერვლიდან მოუწევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასში" განუცხადეს, დედაქალაქის აბონენტები ახალ ქვითრებს ორშაბათიდან მიიღებენ.

წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანების მქონე აბონენტებს ელექტროენრგიის მიწოდება კი, 15 თებერვლიდან შეუწყდებათ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) დადგენილებით, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" განახორციელებენ.

კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ ეხება.

ცვლილებების მიხედვით, თუ აბონენტს წყლისა და დასუფთავების მომსახურების დავალიანება აქვს, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ეს ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"