ნიკა რურუა რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვას უარყოფს

ნიკა რურუა რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვას უარყოფს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულების აკრძალვის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობა უარყო.

"სრული სისულელეა, როგორ შეიძლება თავისუფალ ქვეყანაში სიმღერები შესრულების ენის მიხედვით გაირჩეს, ეს ცნობა ალბათ, უფრო მითოლოგიზირებულია. კანონში არანაირი აკრძალვა არ არის გათვალისწინებული, თუმცა ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით არ მოვუსმენდი "დენ პაბედის", - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არიან რესტორნების მეპატრონეები დაშინებულები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რურუამ უპასუხა: "ნამდვილად არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ." 

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"