ავტორი:

"მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ საქმიანობას" - რა თქვა პრემიერმა თანამდებობიდან წასულ მინისტრებზე

"მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ საქმიანობას" - რა თქვა პრემიერმა თანამდებობიდან წასულ მინისტრებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ.

  • ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელებად ახალი კანდიდატები წარადგინა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს, ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის.

სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

წაიკითხეთ ასევე: