ავტორი:

"ყველას გეხებათ, ვისი არჩევანიც ახლა დუმილია! ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით, ამას რით ხსნით?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ყველას გეხებათ, ვისი არჩევანიც ახლა დუმილია!  ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით, ამას რით ხსნით?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"გაირკვა, რომ მშვიდობით ევროპაში ვერ შედიხართ ქოცების ამომრჩევლებო. მხარდამჭერებო", - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"გაირკვა, რომ მშვიდობით ევროპაში ვერ შედიხართ ქოცების ამომრჩევლებო. მხარდამჭერებო, მათ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებო!

ყველას გეხებათ, ვისი არჩევანიც ახლა დუმილია! ყველას!!

ქაშვეთში რომ ხალხს უვარდებოდნენ, რით ხსნით?! ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით, ამას რით ხსნით?

აფთიაქებში შესული ხალხი ძალით რომ გამოჰყავდათ!

ახლა მხოლოდ ორი მხარეა! სამშობლო და მოღალატე, რომლისთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.და როცა საქართველო გაიმარჯვებს, თქვენი დუმილის გამო, კედლის იქეთ დარჩებით!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.