“საქართველო” - ამ შეძახილებით ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ მთავრობის შენობასთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოახდინა, მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშინებლად.
"რუსი მილიციელების არ გვეშინია" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ, პერიოდულად ისმის შეძახილები “საქართველოს გზა ევროპაშია”.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გამართეს აქცია. ასევე, ევროკავშირის დროშა გადმოფინეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე.
იხილეთ ასევე