ავტორი:

აქციაზე ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა: "ტვ პირველის” ინფორმაციით, მას ფიზიკურად სპეცრაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ - ის საავადმყოფოში გადაჰყავთ

აქციაზე ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა: "ტვ პირველის” ინფორმაციით, მას ფიზიკურად სპეცრაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ - ის საავადმყოფოში გადაჰყავთ

აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.


ტელეკომპანიის ცნობით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.


არხის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.


მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


  • განახლება 00:53

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური.

მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები.


“ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.


ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.


იხილეთ ასევე: