ავტორი:

"ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი! ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია" - პრეზიდენტი ორი ჟურნალისტის მიერ "რუსთავი2"-ის დატოვებაზე

"ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი! ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია" - პრეზიდენტი ორი ჟურნალისტის მიერ "რუსთავი2"-ის დატოვებაზე

ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ორი ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დატოვების შეახებ.

  • როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას".

„ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას … ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რამეთუ ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.

“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, - განუცხადა მარიამ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“.

წაიკითხეთ ასევე: