ავტორი:

"რატომ შე სადისტო? ხვალ წაეთრევი და სანთლებს დაანთებ... ძირს დაგდებულ უმწეო ადამიანს ურტყამ, გადარჩა, ადგილზე რომ არ გარდაიცვალა" - რას წერს "დინამოს" ექიმი

"რატომ შე სადისტო? ხვალ წაეთრევი და სანთლებს დაანთებ... ძირს დაგდებულ უმწეო ადამიანს ურტყამ, გადარჩა, ადგილზე რომ არ გარდაიცვალა" - რას წერს "დინამოს" ექიმი

დინამო თბილისისა და ეროვნული ნაკრების ექიმი, დავით ხარაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და აკრიტიკებს სპეცრაზმის თანამშრომლებს, რომლებიც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

"უმწეო ადამიანი, დაგდებული, აბსოლუტურად უმწეო... და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორედ მთელი ძალით... პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი, ადგილზევე რომ არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით…. რატომ, შე სადისტო ღორო, რატომ? ხვალ წაეთრევი და სამებაში სანთლებს დაანთებ და ოჯახის სიწმინდის დღეს სადღეგრძელოს დალევ, შენს შვილებს ამაყად გადახედავ ისე, წარბიც არ შეგიტოკდება, რადგან იცი, რომ გაგდის და შენი არარეალიზებული დაკომპლექსებული ეგოს დასაკმაყოფილებლად ასმაგი ენთუზიაზმით და აღტკინებით ურტყამ….

არა, არა და არაააა! მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი, ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი… ლეგიონია თქვენი სახელი. თუ ღმერთი არ აშენებს, ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. თქვენ არც ღმერთის გწამთ, არც ხატის, არც ეკლესიის, არც ოჯახის და არც სიწმინდის. ფარისეველი სადისტი ხარ …. ", - წერს "დინამოსა" და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს დილიდან ეროვნული ნაკრების წევრები აქტიურად ეხმაურებიან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და გმობენ ძალადობას. პოსტები გაავრცელეს ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მამარდაშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. 28-29 ნოემბრის ღამეს მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.

აქციებზე დაშავდა უამრავი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც.

წაიკითხეთ ასევე: