ავტორი:

"გუშინდელი ღამის შემდეგ ვერ გავძელი არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა" - რას ამბობს აქციაზე მყოფი შოთა არველაძე

"გუშინდელი ღამის შემდეგ ვერ გავძელი არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა" - რას ამბობს აქციაზე მყოფი შოთა არველაძე

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე. "ტვ პირველთან“ ჩართვაში არველაძე ამბობს, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ, არ შეეძლო არ მოსულიყო პროტესტის ადგილზე და აქციის მონაწილეებს არ შეერთებოდა.

შოთა არველაძე:

"საიდან დავიწყო არ ვიცი, ყველას თავისებური პროტესტი აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. გუშინდელი ღამის შემდეგ ვერ გავძელი არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა, არ შევერთებოდი მონაწილეებს. ძალიან რთული საყურებელი იყო, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო, რაც ვნახე. რაც ხდება, საშინელებაა. როცა ის, ვინც უნდა გიცავდეს, ის ვინც მართლა შენკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ქალს, ვინც არ უნდა იყოს, თუ ეს როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო და ეს დღესაც ხდება, ეს ისეთივე ცუდია, როგორც ადრე იყო...

ძნელია, სხვა ქვეყანაში ვიჯდე და გავიგო კარგად აქ რა ხდება. ერთადერთი რისი გაგებაც მინდა, რატომ შეიძლება საკუთარ ადამიანებს მოექცე ასე. რატომ არ შეიძლება აუხსნა და ამის მერე, თუ ვინმემ ვერ გაიგო, წიხლებით არ შედგე და ხორხი არ გაუჭყლიტო ნახევარ საქართველოს. ეს არ მომწონს და არ შეიძლება ამის შორიდან ყურება.

მე ცალკეულ განცხადებებს არ ვაკვირდები, მთლიან სურათს მინდა შევხედო, მაინტერესებს ერთი მარტივი რამ, რატომ გამოდის ყველა გადაწყვეტილების და განცხადების შემდეგ 300 000 კაცი გარეთ? - მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების შემდეგ რატომ გამოდის აურაცხელი ადამიანი და აპროტესტებს ამ მდგომარეობას? - იმიტომაც აბარიათ ეს ქვეყანა, რომ ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ…"

იხილეთ ასევე: