ავტორი:

“მოულოდნელად დამარტყეს, როცა ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ - შემაგინეს და უფრო ძლიერად დამიწყეს ცემა...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელზეც აქციაზე ფიზიკურად იძალადეს

“მოულოდნელად დამარტყეს, როცა ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ - შემაგინეს და უფრო ძლიერად დამიწყეს ცემა...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელზეც აქციაზე ფიზიკურად იძალადეს

“პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი აქციაზე, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, სპეცრაზმის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალებს იხსენებს.

  • ქეშელაშვილი აქციაზე 29 ნოემბერს დააკავეს. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მას თავისა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე დაუზიანა ტექნიკაც. მოგვიანებით მას ცხვირის მოტეხილობა დაუდგინდა.

“ბოდიშს გიხდით ვიზუალისთვის, მაგრამ ეს არის იმის შედეგი, რაც ვნახეთ აქციებზე გასული დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც თავს დაესხნენ. ვიდექი ჟურნალისტების გვერდით, ამიტომ არ ვგრძნობდი, რომ რისკის ქვეშ ვიყავი. მეკეთა ორი კამერა და პრეს-ბარათი, თან სპეციალურად დიდი ზომის, თვალსაჩინო რომ ყოფილიყო.

რომ გამოცვივდნენ ნიღბიანი პირები, უცებ მტაცეს ხელი. მოულოდნელად დამარტყეს, რომ ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ - ამაზე შემაგინეს და უფრო ძლიერად დამიწყეს ცემა... ძირითადად სახეში მირტყამდნენ, მუშტებს.

აღმოვჩნდი ალყაში, მაგინებდნენ,“ - აცხადებს ჟურნალისტი.

ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე არაერთი მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები მათ ნაწილს მიზანმიმართულად დაესხა თავს.

იხილეთ ასევე: