ავტორი:

"შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება" - პრეზიდენტის მიმართვა

"შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება" - პრეზიდენტის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს.

  • როგორც ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" წერს, დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.

ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“,- აცხადებს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს.

"რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდეზე აგდებს! ნუ დააგვიანებთ", - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

წაიკითხეთ ასევე: