ავტორი:

"ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო" - რას ამბობს ადვოკატი დაკავებულ 20 წლის ახალგაზრდაზე, რომლის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

"ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო" - რას ამბობს ადვოკატი დაკავებულ 20 წლის ახალგაზრდაზე, რომლის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

"უფლებები საქართველოს“ ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე უკვე რამდენიმე საათია ითხოვს მისი დასაცავის, 20 წლის ახალგაზრდის სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ახალგაზრდა ამ დრომდე დიღმის იზოლატორში იმყოფება. ის ძალოვნებმა გამთენიას დააკავეს და ადვოკატის თქმით, ნაცემია. აქვს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირს გადაადგილება.

ადვოკატმა ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა დიღმის იზოლატორს, თუმცა იზოლატორი უარს აცხადებს მის კლინიკაში გადაყვანაზე. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მაგრამ ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ არის. ადვოკატმა ასევე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც იზოლატორის შესასვლელთან დგას და ელოდება იზოლატორის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.

ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე:

- როგორც ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება. ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს. ბიჭი ამბობს, მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენო. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე, გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით. ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში. ვითხოვ მის კლინიკაში გადაყვანას, რადგან ცუდად არის 20 წლის ბიჭი, სასწრაფოც გამოვიძახე, სასწრაფო აქ არის და ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ არაფერს არ გვეუბნებიან.

- რატომ არ გადაჰყავთ კლინიკაში?

- იზოლატორის ექიმი იძახის, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას და არ გვატანს დაშავებულ ახალგაზრდას. არადა ახალგაზრდა ცუდად არის, ამბობს, რომ აქვს თავბრუსხვევა, გულისრევა, სავარაუდოდ ტვინის შერყევა და დიდი ფილოსოფია არ უნდა იმას, რომ ასეთი ავადმყოფი უნდა იყოს კლინიკაში და არა იზოლატორში...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: