პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. როგორც გაირკვა სამშობლოში წამოსვლისას პრეზიდენტმა ეკონომ კლასის თვითმფრინავით იმგზავრა.
ფოტოს თვითმფრინავიდან, დიჯეი, არტისტი Hamatsuki აქვეყნებს და წერს:

"არც ჩარტერული რეისია და არც სპეც. როგორც მინიმუმ ბიზნეს კლასიც არ არის! ხედავთ ხომ ქალბატონ პრეზიდენტს ეკონომ კლასში?! ზოგ-ზოგიერთები (უკეთაც შეიძლება მათი მოხსენიება) მოგაგონდებოდათ ალბათ...
არც იმ ზოგიერთს ჰგავს (ჯვარიც ეწეროს) ბრონირებული დუშ-კაბინით რომ მოძრაობს. ისეთი სასიამოვნო იყო ჯენზის და მილენიალების შეხვედრა ქალბატონ პრეზიდენტთან, იმდენი სითბო და სიყვარული დაიღვარა, იმხელა პატივისცემა იგრძნობოდა, რომ გაჩნდა იმედი გადარჩენის, გამარჯვების! მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო" - წერს კიდევ ერთი მოქალაქე "მოგზაურთა კლუბის" ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ხანძრის შემდეგ აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრო. პარიზში იმყოფებოდნენ მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის რანგის პირები.
ზურაბიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა ამერიკის შეერთებული შტატები ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ასევე ილონ მასკს.

"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები", - დაწერა ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი "ფრანგული ვოიაჟის" შემდეგ.
ნახეთ ასევე: