2013 სამოდელო წლის Mercedes S-class პაპარაცებმა მოიხელთეს

2013 სამოდელო წლის Mercedes S-class პაპარაცებმა მოიხელთეს

მომდევნო თაობის Mercedes S-class, გერმანიის სამხრეთით საგზაო ტესტირებებს გადის. სწორედ იქ მოიხელთა პაპარაცის ობიექტივმა კომპანიის ახალი ფლაგმანი. მიუხედავად იმისა, რომ პრემიუმ კლასის ერთ-ერთი უმთავრესი მოდელი თითქმის მთლიანად კომუფლირებული იყო, სპეციალისტებს  სიახლეზე გარკვეული წარმოდგენა მაინც შეექმნათ.

ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ W221 ძარას მქონე ამჟამინდელი S კლასის მემკვიდრე, მასზე უფრო დიდი იქნება. ის ასევე მიიღებს ახალი რადიატორის ცხაურს, რომელიც ბოლო თაობის Mercedes CLS-ის სტილში იქნება გადაწყვეტილი.

დასავლური პრესის ვარაუდით, ახალი თაობის "მედროშე" მოდელი მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით იქნება წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ცნობილია, რომ მოდელის ძრავების გამაში ჰიბრდი ნამდვილად იქნება და ის "ფენომენალურად" ეკონომიური გახდება" მხოლოდ 3 ლიტრი 100 კმ მანძილზე, რაც ამ გაბარიტების მქონე ავტომობილებისათვის დღეისათვის ნამდვილად წარმოუდგენლად გამოიყურება.

კიდევ რა სიახლეებს წარმოგვიდგენს კომპანია Mercedes-ი, ახალი თაობის S-class-ის მოდელებში, ეს მიმდინარე წლის განმავლობაში გამოჩნდება.

ცნობილია, რომ "მერსედესის" ნოვატორულ იდეებს, როგორც წესი, პირველად სწორედ S კლასი ირგებს, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი მოდელები.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)