ავტორი:

"ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!.. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება!" - სალომე ზურაბიშვილი მიმართავს მოსამართლეს, რომელმაც11 პროტესტანტი პატიმრობაში დატოვა

"ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!.. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება!" - სალომე ზურაბიშვილი მიმართავს მოსამართლეს, რომელმაც11 პროტესტანტი პატიმრობაში დატოვა

სალომე ზურაბიშვილი - ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! - თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! - ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "მონობა ცუდად სრულდება“.

"ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! კაფკა როგორც ჩანს, არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

იხილეთ ასევე: