ავტორი:

"ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტოს საჯაროდ... ვინმემ აუხსნას, რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია" - რას წერს ელისაშვილი ნინო ნადირაძეზე

"ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტოს საჯაროდ... ვინმემ აუხსნას, რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია" - რას წერს ელისაშვილი ნინო ნადირაძეზე

"კლინიკა ვივამედის ხელმძღვანელი ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტოს საჯაროდ" - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი ნინო ნადირაძის დღევანდელი პოსტის საპასუხოდ აქვეყნებს.

"ამ ქალს ვინმემ აუხსნას, რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება კი აკრძალულია და დაუშვებელია. თან აკრძალულია და თან ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა! ეს რაც შეეხება რენტგენის ფოტოს გამოქვეყნებას, თორემ დიაგნოზი რომ შეცვალეს და დამალეს ეგ ცალკე ამბავია და მაგ ამბავზე პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც" - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ელისაშვილმა გუშინ სოცქსელში დაწერა, რომ კლინიკა “ვივამედი” ისე წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ადამიანების დიაგნოზებს, როგორც დაავალებენ. ამის შემდეგ კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძემ მას ასევე სოცქსელში გავრცელებული პოსტით უპასუხა:

"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა "ვივამედზე" ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს" - დაწერა ნინო ნადირაძემ.