ავტორი:

რესტორან “ბაბილოსთან“ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა - შეკრებილებმა რამდენიმე მოსამართლეს კვერცხები ესროლეს: რა ვითარებაა ადგილზე (ფოტო/ვიდეო)

რესტორან “ბაბილოსთან“ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა - შეკრებილებმა რამდენიმე მოსამართლეს კვერცხები ესროლეს: რა ვითარებაა ადგილზე (ფოტო/ვიდეო)

რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლის პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში აქციის მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

“ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, - აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა

“რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.

დაკავებების დაწყებამდე, რამდენიმე მოსამართლეს, რომლებმაც წვეულება ადრე დატოვეს, შეკრებილებმა კვერცხები დაუშინეს.

კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა. ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.

რესტორან “ბაბილოსთან” დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვანეს.

მანამდე კი ერთ-ერთმა მოსამართლემ ტერიტორია საპატრულო პოლიციის მანქანის საშუალებით დატოვა. აღნიშნული ქმედების საპასუხოდ აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანას ხელებს უბრახუნებდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.

ვიდეო: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ასევე: