ავტორი:

სამართალდამცველებმა ბელიაშვილის ქუჩიდან აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს, გამოჩნდნენ წყლის ჭავლის მანქანები - მოსამართლეები ტერიტორიას პოლიციის კორდონით ტოვებენ

სამართალდამცველებმა ბელიაშვილის ქუჩიდან აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს, გამოჩნდნენ წყლის ჭავლის მანქანები - მოსამართლეები ტერიტორიას პოლიციის კორდონით ტოვებენ

რესტორან “ბაბილოსთან“ , ბელიაშვილის ქუჩაზე სრულად საპოლიციო ძალები განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია გაათავისუფლეს. სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.

რესტორან “ბაბილოსთან“ , სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

ფოტო/ვიდეო: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ასევე: