ავტორი:

"მომვარდნენ და..." - ფიზიკური დაპირისპირება ვიქტორ სანიკიძეს, ირაკლი ზარქუასა და ლაშა გაბიტაშვილს შორის: რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე აბუ დაბიდან

"მომვარდნენ და..." - ფიზიკური დაპირისპირება ვიქტორ სანიკიძეს, ირაკლი ზარქუასა და ლაშა გაბიტაშვილს შორის: რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე აბუ დაბიდან

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის.

  • "მომვარდნენ ეს რუსი ***ი" - წერს ლაშა გაბიტაშვილი:

ცნობისთვის, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერდა, რომ აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. პოსტს თან ერთოდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრებიც.საპასუხოდ, ზარქუამაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა:

მოკლედ, მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ “გაიჩალიჩა”, ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა

თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული (ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი.

ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც, როგორც სჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს, პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი, ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს!".

ნახეთ ასევე:

"პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა,”იზვინი ბრატ” .. გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!" - რას წერს ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარის შესახებ

"კონცერტზე არიან ჩამოსულები. მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა!" - რა მოხდა აბუ-დაბიში?

  • ნახეთ ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო: