ცოტა ხსნის წინ, სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის.
"მოკლედ, მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ “გაიჩალიჩა”, ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა".
დღეს, 13 იანვარს კი ლაშა გაბიტაშვილმა მორიგი ვიდეო კადრები გამოაქვეყნა აბუ-დაბიდან, სადაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება ჩანს.
ლაშა გაბიტაშვილი მომხდარის შესახებ დეტალურად ჰყვება:
"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ ჩემს მეუღლესთან ერთად. ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ რაც გუშინ მიიღო, რუსული ღალატისთვის, პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ვერ მოითმინა. საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, რომ ყველამ აიგდო, გამწარებულები და გაგიჟებული იყვნენ. მომვარდნენ, მაგრამ რა ვიცი, მაგას ხომ ველოდი, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია?! პატარა კაცების ამბავია.
ესენი იმუქრებიან საქართველოში რომ ჩამოხვალ, მერე იქ ნახეო. აუცილებლად ჩამოვალ, რა პრობლემაა, ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ამათ მალე ბოლო მოეღებათ. ეს ხომ ბოლო ეტაპია, პიკია, გაბრაზებული, გამწარებული "ოცნებაა", რომელსაც უკვე აღარაფერი აღარ შეუძლია და ასეთ სისულელეებს აკეთებენ. სანიკიძე, ზარქუა და კიდევ ვიღაცები, არ ვიცი, ვინ იყვნენ, მომვარდნენ.
ძალიან მშვიდად, წყნარად, ჩვეულებრივად, ჩვენ ვითხოვთ ორ რამეს, ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. პოლიცია გამოვიძახე...
წაიკითხე ასევე: