ავტორი:

“იმდენი ჭკუაც არ აქვს, ნამუსი და ეთიკა - იქნება და რაღაცა მჭირს ისეთი, ოჯახის წევრებს ვუმალავ, რას მიფრიალებ ამ რენტგენის ფოტოებს“ - ალეკო ელისაშვილის თქმით, ნინო ნადირაძეს და "ვივამედს" უჩივლებს

“იმდენი ჭკუაც არ აქვს, ნამუსი და ეთიკა - იქნება და რაღაცა მჭირს ისეთი, ოჯახის წევრებს ვუმალავ,  რას მიფრიალებ ამ რენტგენის ფოტოებს“ - ალეკო ელისაშვილის თქმით, ნინო ნადირაძეს და "ვივამედს" უჩივლებს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გადაცემაში "დღის ნიუსრუმი", არსებული ვითარების შეფასებისას, კიდევ ერთხელ ეხმიანება კლინიკა “ვივამედის“ ხელმძღვანელის, ნინო ნადირაძის მიერ, მისი რენტგენის სურათის გამოქვეყნების ფაქტს.

“ნინო ნადირაძეს და მის კლინიკას აუცილებლად შეუჩერდება ლიცენზია. ამის ორი საფუძველი მაქვს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

  • მისი თქმით ნინო ნადირაძეს აუცილებლად უჩივლებს და იმედოვნებს, რომ კლინიკას ლიცენზია შეუჩერდება.

“ჩვენ ახლა ამოვარდნილი ვართ სამართლებრივი კალაპოტიდან. რა თქმა უნდა, ჩივილით ვიჩივლებ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში თეთრზე შავს გიმტკიცებს სასამართლო. სასამართლო კი არა, სამარცხვინო შაპიტოა, სასამართლოს რომ ვეძახით. მაგრამ, შეიცვლება ეს ხელისუფლება და ნინო ნადირაძეს და მის ფაშისტურ კლინიკას ლიცენზია შეუჩერდებათ აუცილებლად.

დიაგნოზი დამალეს. ნეკნი მქონია მოტეხილი და გამოვიდნენ ურცხვად. ვიღაც ექიმი იყო, მამის ტოლა კაცი კი იყო ის სამარცხვინო და მას ლიცენზია შეუჩერდება აუცილებლად. გამოვიდა და არაფერი არ გჭირს, ცოტა დაჟეჟილი ხარო. ასე ვცხოვრობდი თვენახევარი, დაჟეჟილობა მეგონა და მემატებოდა ტკივილი. წავედი “ამერიკულ ჰოსპიტალში“ და იქ მითხრეს, რომ ერთი თვეა ნეკნი მოტეხილი გაქვსო.

ჯერ ღმერთმა უწყის, ჩემი რენტგენია თუ სხვისი. ასეთი რამე შეიძლება იკადრო? რა მნიშვნელობა აქვს ელისაშვილი ხარ თუ პინტრიშაშვილი - ნეკნი გქონდეს მოტეხილი და იძახო დაჟეჟილი ხარო? იმის გამო, რომ აჟიოტაჟი არ მოჰყვეს.

ყველას მინდა მოვუწოდო, ვინც დაკავებული იყავით ბოლო პერიოდში, ან ნაცემი და ვისაც “ვივამედში“ დაგიწერეს დიაგნოზები, გადაამოწმეთ.

  • იმდენი ჭკუაც არ აქვს ნინო ნადირაძეს, ნამუსი და ეთიკა, ადგა და გამოაქვეყნა. ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია. არ შეიძლება კლინიკამ გამოაქვეყნოს პაციენტის პირადი ინფორმაცია. იქნება და რაღაცა მჭირს ისეთი, ოჯახის წევრებს ვუმალავ და ტრავმა არის ჩემთვის. რას მიფრიალებ ამ რენტგენის ფოტოებს. ჯერ ერთი, ჩემია თუ ბებიაჩემის ბაბუის, ღმერთმა უწყის.

არავისთვის ცხოვრებაში არ მიჩივლია, "ვივამედს" სისხლს გავუშრობ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ვივამედის“ ხელმძღვანელმა “ფეისბუქზე“ ალეკო ელისაშვილის რენტგენის ფოტო გამოაქვეყნა:

“არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა “ვივამედზე“ ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ , მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს,“ - წერს ნადირაძე.

იხილეთ ასევე: