ავტორი:

“ეს წარმოუდგენელია...“ - რას წერს ნობელის პრემიის მფლობელი ავტორი მზია ამაღლობელზე, რომელიც სასამართლოზე მარია რესას წიგნით წარსდგა

“ეს წარმოუდგენელია...“ - რას წერს ნობელის პრემიის მფლობელი ავტორი მზია ამაღლობელზე, რომელიც სასამართლოზე მარია რესას წიგნით წარსდგა

ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შესახებ წერს და X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში, მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული პროცესზე სწორედ მარია რესას წიგნით - “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” იყო წარმოდგენილი.

რესამ პლატფორმა X-ზე, სასამართლოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამაღლობელს მისი წიგნი უჭირავს.

“საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა.

After 47 days of protests ... would've been unimaginable #FreeGeorgia https://t.co/v085CWj31p
— Maria Ressa (@mariaressa) January 14, 2025

მოგვიანებით მარია რესამ მორიგი სტატუსი გააზიარა.

“იხილეთ უფრო მეტი მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც ორ ნიუს სააგენტოს მართავს... 47 დღიანი პროტესტის შემდეგ...“, - წერს ის.

More about Mzia Amglobeli, who runs 2 news groups https://t.co/Qef7EPleBZ after 47 days of protests https://t.co/ffQydRxSDo
— Maria Ressa (@mariaressa) January 14, 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

იხილეთ ასევე: