პუტინის რუსეთი ევროპულ მიწაზე „ჰიბრიდული“ თავდასხმების ორკესტრირებაში დაადანაშაულეს.
ექსპერტი კეირ ჯაილსი აცხადებს, რომ სამომავლოდ დასავლეთში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი გაიზრდება. მისი მტკიცებით, პუტინი არ მოერიდება მასობრივი მსხვერპლის გამოწვევას რუსეთის "ფარული ომის" შემდეგ ფაზაში.
გასულ წელს ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიცია იძიებდა რუსეთის მონაწილეობას საქმეში, რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი თვითმფრინავის ამანათში ცეცხლგამჩენი მოწყობილობის დამალვას ეხებოდა. მოწყობილობა საბოლოოდ საწყობში აფეთქდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
”ჩვენ მალე უნდა ველოდოთ რუსეთის სახელმწიფოს ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში,” - ამბობს ჯაილსი.
რუსეთს დიდი ხანია ადანაშაულებენ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის არჩევნებში ჩარევაში - ნოემბერში, ლიტვაში მომხდარ საბედისწერო ავიაკატასტროფას სახელმწიფოს მკვეთრი პასუხი მოჰყვა:
"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება. უცხოელი პარტნიორები საბოტაჟისა და ტერორიზმის გარკვეულ საფრთხეზე საუბრობენ“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარიუს იაუნიშკისმა.
ეჭვები გაძლიერდა, როდესაც გასული წლის მაისში, ბერლინში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, როგორც გაირკვა ფირმა უკრაინისთვის იარაღს აწარმოებდა. დასავლეთის უშიშროების ოფიციალურმა პირებმა ივნისში განაცხადეს, რომ Diehl Metal Applications-ში ცეცხლი რუსმა დივერსანტებმა გააჩინეს, რომლებიც ცდილობდნენ კრიტიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის შეფერხებას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გუშინ, ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის დროს რუსეთის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გაიმეორა და აღნიშნა, რომ პუტინი ევროპის "შეშლას" ცდილობს.
"შემიძლია დავადასტურო ამ შიშების მართებულობა. რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორის აქტებს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელ მსოფლიოს ავიახაზების წინააღმდეგ."
კრემლი ტუსკის ბრალდებებს უარყოფს.
"ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
თავდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპა მსგავსი თავდასხმისთვის მოუმზადებელია და არ გააჩნია რესურსები ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად.
წაიკითხეთ ასევე: