ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

"geo team" - ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

დარჩენილია კონტრაქტის გაფორმება და ფრანგული კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად უკვე მალე გამოაცხადებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად გუშინ დატოვა და პარიზში გაემგზავრა.

ამის ამსახველი ვიდეო CalcioNapoli24 - მა გამოაქვეყნა.

ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. თავად "კვარაც" ძალიან შთამბეჭდავი ვიდეოთი დაემშვიდობა "ნაპოლის" და ნეაპოლს. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი "გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.

ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ "კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა, ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.

"პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს "რეიმსთან“ ითამაშებს.

იხილეთ ასევე: