ავტორი:

უკვე ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელია - 4,5-წლიან კონტრაქტს ხელი მოეწერა

უკვე ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელია - 4,5-წლიან კონტრაქტს ხელი მოეწერა

ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ - ჟერმენის" ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

  • პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გუშინ წარმატებით გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად გუშინ დატოვა და პარიზში გაემგზავრა.

ამის ამსახველი ვიდეო CalcioNapoli24 - მა გამოაქვეყნა.

ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. თავად "კვარაც" ძალიან შთამბეჭდავი ვიდეოთი დაემშვიდობა "ნაპოლის" და ნეაპოლს. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი "გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.

ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ "კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა, ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.

"პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს "რეიმსთან“ ითამაშებს.

წაიკითხეთ ასევე: