ავტორი:

"იტალიის სამუდამო ჩემპიონი... მადლობა კვარა!" - როგორ ემშვიდობება "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას (ფოტო/ვიდეო)

"იტალიის სამუდამო ჩემპიონი... მადლობა კვარა!" - როგორ ემშვიდობება "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას (ფოტო/ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ - ჟერმენის" ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გუშინ წარმატებით გაიარა.

  • ცნობილია, რომ ხვიჩას "ნაპოლიდან" წამოსვლა განსაკუთრებით განიცადეს კლუბის გულშემატკივრებმა. სოციალური ქსელი სავსეა ემოციური ვიდეოებით, რომლითაც ნეაპოლელები, იტალიელები ქართველს ემშვიდობება.

"იტალიის სამუდამო ჩემპიონი, მადლობა კვარა!" - ამ კომენტარით და ხვიჩა კვარაცხელიას დასამახსოვრებელი ფოტოებით ემშვიდობები "კვარას" "ნაპოლის" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

ასევე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ხვიჩას საუკეთესო გოლებია ასახული.

კვარაცხელიამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში მან 30 გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად გუშინ დატოვა და პარიზში გაემგზავრა.

ამის ამსახველი ვიდეო CalcioNapoli24 - მა გამოაქვეყნა.

ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. თავად "კვარაც" ძალიან შთამბეჭდავი ვიდეოთი დაემშვიდობა "ნაპოლის" და ნეაპოლს. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი "გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.

წაიკითხეთ ასევე: