ავტორი:

"ამერიკის ოქროს ხანა იწყება" - რა თქვა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას? მთავარი მესიჯები

"ამერიკის ოქროს ხანა იწყება" - რა თქვა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას? მთავარი მესიჯები

"ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • "დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებების ტალღა ვრცელდებოდა.

"მზის შუქი მთელ მსოფლიოში ანათებს და ამერიკას აქვს შანსი გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ისე როგორც არასდროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  • მისი თქმით, ამერიკის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი განთავისუფლების დღეა.

"ამერიკის დაცემა დასრულდა. ყველაფერი დღეიდან შეიცვლება და ძალიან სწრაფად შეიცვლება. ბოლო არჩევნები მანდატია, რომ ეს საშინელი ღალატი შევცვალო და ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება დავუბრუნო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად დაიმახსოვრებენ.

"ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო კრიზისს სახლში და პარალელურად საზღვარგარეთ კატასტროფულ მოვლენებს აწყდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი "სიცოცხლე ღმერთმა გადაარჩინა“, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო.

თავის საინაუგურაციო სიტყვაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი "სიცოცხლე გადაარჩინა“ ღვთის მადლმა, რათა ამერიკა კვლავ დიდებული ყოფილიყო. მისი

თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ის "ყველაზე მეტად გამოცადეს, ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი".

ტრამპის თქმით, ზოგიერთმა "ჩვენი საქმის შეჩერება სცადა", ასევე სცადა მისი თავისუფლების "და ჩემი სიცოცხლის" წართმევა.

ის ამბობს, რომ მისი სიცოცხლე გადარჩა "მიზეზის გამო" - "ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო.

  • მანვე ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი:

"ამ კვირაში მე ასევე დავასრულებ სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის ინჟინერირებას საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში.

დღეიდან, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი“

  • მისი თქმით, აშშ პანამის არხს "დაიბრუნებს".

"პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება.

"ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით", - ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი.

"როგორც 2017 წელს, ჩვენ კვლავ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა როგორც მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი იქნება.

"გუშინდელი მდგომარეობით, თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ახლო აღმოსავლეთში მძევლები სახლში, თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.