აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი სხვა აღმასრულებელი ქმედებები მოიცავს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეწყვეტას, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების ან სასამართლოების მეშვეობით უნდა გადაიჭრას, ასევე ლტოლვილთა განსახლების მინიმუმ ოთხი თვით შეჩერებას, მიმართვას გენერალური პროკურორისადმი, მოითხოვოს სიკვდილით დასჯა უსაბუთო მიგრანტების მიერ სამართალდამცავების მკვლელობისთვის ან სხვა ისეთი დანაშაულების, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით ისჯება.
”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება.
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელი ქმედებების სერიას, რომელიც მოიცავდა ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას. დღეს ხელმოწერილი სხვა ქმედებები მოიცავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, აშშ-ის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, ფედერალური თანამშრომლებისთვის პირადად მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს.
წაიკითხეთ ასევე: