შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღეს გავრცელებულ ვიდეოფირთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება. საუბარია გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნოემრში გამოქვეყნებულ მასალაზე - "მამხილებელი ფირი - სად წახდნენ "გონიერი" პოლიცილები". ვიდეოფირი კი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსსა" და "პალიტრაTV"-ზეა განთავსებული.
"დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ელექტრონულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც აღბეჭდილია 2011 წლის 6 თებერვალს სამართალდამცავების მიერ ორი პიროვნების დაკავების ფაქტი. გენერალური ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება უმოკლეს ვადაში",-აღიშნული შს სამინისტროს განცხადებაში.
2011 წლის 6 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები დააკავეს. მათ ბარალად დაედოთ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა.
ბაქარ და ლაშა ლუტიძეები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს, ბრალეულად ცნეს და 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრეს.
"კვირის პალიტრას" ხელში ჩაუვარდა ფირი, სადაც კარგად ჩანს, რომ ღამის თორმეტის ნახევარზე ორი ახალგაზრდა ნელი ნაბიჯით, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე, მიუყვება ტროტუარს. მართალია, ფირი ხმოვანი არ არის, მაგრამ მათი მოძრაობის მანერა აშკარად მიუთითებს, რომ არავითარ დებოშს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი მათი მხრიდან არ აქვს. მათ უჩერებს ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 3 პირი. ფირზე ჩანს ისიც, რომ მათ მოთხოვნაზე ორივე პირი ჩერდება. ისინი უახლოვდებიან შეჩერებულთ, ერთ-ერთი მათგანი პროვოკაციულად ჯერ მუჯლუგუნს უთავაზებს ლაშა ლუტიძეს და სახეში ურტყამს, მერე კი თმაში სწვდება, ზედაპირულად ჩხრეკს მას, რის შემდეგაც იმართება საუბარი. ამის შემდეგ ბიჭებს სვამენ მანქანაში. ფირზე ასევე ნათლად ჩანს, რომ მძღოლის გვერდით მჯდომი პირი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მანქანის უკანა სავარძელზე მყოფ დაკავებულებს.