ავტორი:

"ეს ქალთა და ბავშვთა უფლებების დასასრულია" - ერაყში 9 წლის გოგონებზე დაქორწინება დაუშვეს

"ეს ქალთა და ბავშვთა უფლებების დასასრულია" - ერაყში 9 წლის გოგონებზე დაქორწინება დაუშვეს

ერაყში“პირადი სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანეს. მედიის ცნობით, შეტანილი ცვლილება ფაქტობრივად, აკანონებს 9 წლის გოგონებზე დაქორწინებას.

  • უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, ერაყის კანონმდებლობის მიხედვით, აქამდე18 წელს მიუღწეველი პირების დაქორწინება აკრძალული იყო, თუმცა ახლა ეს აკრძალვა მოხსნეს და სასულიერო პირებს მიანიჭეს უფლება, გადაწყვიტონ საოჯახო საქმეები, მათ შორის, ქორწინება, განქორწინება და ბავშვების მოვლა.

კანონმდებლობაში ქორწინების ასაკი არ წერია, მაგრამ შიიტი მუსლიმებისთვის, რომლებიც ერაყში უმრავლესობას შეადგენენ, გოგონების ქორწინების ყველაზე დაბალი ასაკი ცხრა წელია, ხოლო სუნიტებისთვის - 15 წელი. შესაბამისად, რადგან სასულიერო პირებს ექნებათ ქორწინების საკითხების გადაწყვეტის უფლება, უკვე 9 წლის გოგონებზე დაქორწინება ფაქტობრივად, ნებადართული გახდა.

  • "არ გამკვირვებია. უბრალოდ ახლა არ გვაქვს ცრემლებისა და ბარბაროსული გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილების დრო", - ამბობს ერაყელი ჟურნალისტი, ბენინ ელიასი.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი. ალია ნასიფი აცხადებს, რომ კანონში შეტანილი ცვლილების გასაჩივრებისთვის სასამართლოს მიმართავს.

"ეს ერაყში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასასრულია", - ამბობს უფლებადამცველი მუჰამედ ჯუმა.

ერაყელები ბაღდადში არასრულწლოვანთა ქორწინებას აპროტესტებენ.

ცვლილებების მხარდამჭერებმა, მათ შორის “კონსერვატიულმა შიიტმა“ კანონმდებლებმა, შესწორებებს უწოდეს კანონის ისლამურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა.

“კანონში შეტანილი შესწორებები დამანგრეველ გავლენას მოახდენს ქალებისა და გოგონების უფლებებზე, რადგან ადრეული ქორწინება არღვევს ბავშვთა უფლებებს და ძირს უთხრის ქალთა უფლებას განქორწინების, მეურვეობისა და მემკვიდრეობის შესახებ“, - წერს “ერაყის ქალთა ლიგის“ წევრი, უფლებადამცველი ინტისარ ალ-მაიალი.

  • უფლებადამცველები ამბობენ, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები "ბავშვთა გაუპატიურებას აკანონებს".

ბავშვთა ქორწინება ერაყში დიდი ხანია პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე კანონით აკრძალული იყო 18 წელს მიუღწეველი პირების დაქორწინება, 2023 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში გოგონების 28% 18 წლამდე დაქორწინდა.

იხილეთ ასევე: