კანადის პრინც ედუარდის კუნძულზე, რიგითი მზიანი დღე იყო, როდესაც ადგილობრივი ჯო ველედუმი და მისი პარტნიორი ლორა კელი ძაღლთან ერთად სასეირნოდ წავიდნენ.
მამაკაცი კართან, ეზოში ცოტა ხნით შეჩერდა, რათა ძაღლის საბელი აეღო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ზუსტად იქ, სადაც ველედუმი იდგა, მეტეორი დაეცა. უიშვიათესი ინციდენტი ზარის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
“იმ ადგილას სულ რაღაც ორი წუთით მეტი რომ დავრჩენილიყავი, მეტეორიტი აუცილებლად მოხვდებოდა და ალბათ მომკლავდა“, - აცხადებს მამაკაცი.
რამდენიმე თვის შემდეგ, ლაბორატორიულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს მართლაც კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ქვის ნატეხი იყო. ობიექტი ოფიციალურად წარმოდგენილია არაკომერციული მეტეორიტის საზოგადოების მონაცემთა ბაზაში.
ვიდეოს კვლევის შედეგები ალბერტას უნივერსიტეტმა ახლახან გაავრცელა.
ალბერტას უნივერსიტეტის მონაცემებით, ეს უიშვიათესი მოვლენაა, რადგან კანადის ყველაზე პატარა პროვინციაზე, პრინც ედუარდის კუნძულზე, რომელიც შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს, მსგავსი რამ თითქმის არასოდეს მომხდარა.
მოვლენას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის, რომ კამერამ დაცემის მომენტი დააფიქსირა. კადრები არა მხოლოდ ადასტურებს მეტეორის დაცემას, არამედ აღნიშნული მეცნიერებს დამატებითი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.
“ჩვენ ვმუშაობთ ვიდეოს ანალიზზე, რათა შევისწავლოთ, მეტეორის დაცემის სიჩქარე და სხვა მონაცემები. ასევე შეგვიძლია გავაანალიზოთ ბგერა, რომელიც მოგვითხრობს ქვის ფიზიკური თვისებების შესახებ“, - განაცხადა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
იხილეთ ასევე: