მე და ანდროს გვყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის. იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე, რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან, - ამის შესახებ მსახიობმა მარიამ ღვინიანიძემ "ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.
"ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის განცხადებით, მსახიობები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონებში გავლენ.
იხილეთ ასევე: