Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-მექსიკის საზღვართან მექსიკური კარტელის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის სასაზღვრო პატრულს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ერთი კვირის წინ, ტეხასის მახლობლად მოხდა, არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყების კვალდაკვალ.
არალეგალი მიგრანტები საზღვრის გადალახვას იარაღის გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლებს პატრული წინააღმდეგობის შემდეგ. არსებული ინფორმაციით, არც მესაზღვრეები და არც კარტელის წევრები არ დაშავებულან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მექსიკური ნარკოკარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა