ავტორი:

ქალაქი, სადაც 500 გრამი მანდარინის ქერქი 9 650 დოლარი ღირს - რატომ დაედო ციტრუსს "ოქროს" ფასი: "ჩინელი მეწარმე ქერქმა მილიონერად აქცია"

ქალაქი, სადაც 500 გრამი მანდარინის ქერქი 9 650 დოლარი ღირს - რატომ დაედო ციტრუსს "ოქროს" ფასი: "ჩინელი მეწარმე ქერქმა მილიონერად აქცია"

ქსინჰუი (Xinhui) ჩინეთის პატარა ქალაქია, სადაც მოსახლეობა ბუნებასთან იდილიაში ცხოვრობს. თუმცა, ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში მისი ქუჩები უნიკალური სურნელით ივსება, რომელიც ქალაქის უძველეს ისტორიას მოგვითხრობს - აქ გამხმარი მანდარინის ძველ, გამომშრალ ქერქს “ოქროს“ ფასი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი შეიძლება სხვა რეგიონებშიც გაიზარდოს, მხოლოდ ქსინჰუიში მოკრეფილი ხილის ფასია განსაკუთრებით მაღალი.

  • ჩინური სამკურნალო ბალახის, წლობით დაძველებული და გამომშრალი მანდარინის ქერქის სარგებელი ჯერ კიდევ სამხრეთ სონგის დინასტიაში (1127–1279) დადასტურდა.

"წყლისა და ნიადაგის შემადგენლობამ ეს ადგილი იდეალური გახადა მანდარინის მოსაყვანად. ითვლება, რომ აქ მოყვანილი მანდარინის ქერქი უფრო მდიდარია და შეიცავს მეტ მიკროელემენტებს, ვიდრე სხვები,“ - ამბობს ადგილობრივი სახელად - ლი, რომელიც ჰონგ კონგის მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნის The Legacy House-ის შეფ-მზარეულია.

გამომშრალ მანდარინის ქერქს "ჩენპი" ეწოდება (დაძველებული კანი, მეცნიერულად უწოდებენ Citri Reticulatae Pericarpium). ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება სასარგებლოდ, თუ ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში ზედიზედ სამი წელი მაინც აშრობენ მზეზე, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში საგულდაგულოდ ინახება.

არსებობს ქერქის ოთხი ძირითადი ტიპი:

  • მწვანე მანდარინის ქერქი (მოკრეფილი მომწიფებამდე);
  • მანდარინის ღია ქერქი (მოკრეფილი ნოემბერში);
  • დიდი წითელი მანდარინის ქერქი (სრულად მწიფდება დაახლოებით დეკემბერში);
  • დიდი წითელი მანდარინის ზამთრის შემდგომი კანი (შეგროვებული ზამთრის შემდეგ, როცა მანდარინებს მეტი შაქარი აქვთ).

ლეგენდის თანახმად, ჩენპი პეკინის აკრძალულ ქალაქში მცხოვრები იმპერატორების კერძებში გამოიყენებოდა. დღეს ეს ინგრედიენტი ერთგვარ დელიკატესად ითვლება და ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ სამკურნალო რეცეპტებში.

ითვლება, რომ ის აძლიერებს ელენთას, ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და აუმჯობესებენ სუნთქვის ფუნქციას. ხოლო თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ჩენპი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ფლავონოიდებს (კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტი), ასევე აქვს არტერიული წნევის სტაბილიზაციისა და სიმსუქნის პრევენციის პოტენციალი.

რაც უფრო ძველია ჩენპი, მით უფრო ღირებული ხდება.

  • სერტიფიცირებული ჩენპის შემფასებელმა, Xinhui Chenpi ინდუსტრიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა და მანდარინის ქერქით მთავარმა მოვაჭრე-მწარმოებელმა რეგიონში, ლიმ, რამდენიმე მილიონი გამოიმუშავა.

“როდესაც მამაჩემმა და ბაბუამ მანდარინის ხეები გააშენეს, ზემოდან გვიყურებდნენ. ჩვენ ვითვლებოდით უსარგებლო დილერებად. მაგრამ ვიცოდი, რომ არსებობდა პოტენციალი. შემდეგ ჩენპით ვაჭრობა დავიწყე“,- ამბობს ლი.

2023 წელს, 1968 წელს წარმოებული ნახევარი კილოგრამი ხმელი მანდარინის ქერქი ჰონგ კონგში აუქციონზე 9 646 აშშ დოლარად გაიყიდა. ქალაქი იმდენად განვითარდა მანდარინის ქერქის გამო, რომ ახლა ყოველწლიურად დაახლოებით 163 ტონა ჩენპს აწარმოებს.

ამჟამად, 50 წლით დაძველებული 500 გრამი ჩენპი ღირს დაახლოებით 9 650 აშშ დოლარი ღირს. ხოლო მისგან შედგენილი სხვადასხვა საკვები დაფის საფასური 13 700 აშშ დოლარიდან იწყება.

წყარო

იხილეთ ასევე: