ავტორი:

14-მდე მოციგურავე, მათ შორის 12 წლის მოზარდი, სამი შვილის მამა და იურისტები - ცნობილია ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ვინაობა: თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

14-მდე მოციგურავე, მათ შორის 12 წლის მოზარდი, სამი შვილის მამა და იურისტები - ცნობილია ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ვინაობა: თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

ვაშინგტონში, American Airlines-ის ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს. გამოცემა CBS News-ის ინფორმაციით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება.

ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 27 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. იდენტიფიცირებულია სამხედრო ვერტმფრენის პილოტიც.

თუმცა, როგორც dailymail წერს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ამ დროისთვის სულ მცირე 40 ცხედარია ნაპოვნი. მათ შორისაა TikTok-ზე ფიგურული სრიალის ვარსკვლავი, ცნობილი სპორტსმენი წყვილი და ეკიპაჟის ოთხივე წევრი. სულ მცირე სამი არასრულწლოვანი. ცნობილი რუსი ფიგურული მოციგურავე წყვილი - 53 წლის ევგენია შიშკოვა 56 წლის და ვადიმ ნაუმოვი.

ცნობილი ხდება ავიაკატასტროფის ახალი დეტალები...

მსხვერპლთა შორის არიან მომავალი მფრინავი, ინდოელი ემიგრანტების ქალიშვილი და ჩემპიონი ფიგურულ სრიალში

CNN-ი იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს აქვეყნებს. ფოტოში, ზედა ზოლზე არიან: ჯონათან კამპოსი, იან ეპშტეინი, ჟანა ხანი, სამუელ ლილი და სპენსერ ლეინი. ქვედა რიგში: კრისტინ ლეინი, გრეის მაქსველი, ვადიმ ნაუმოვი, ასრა ჰუსეინ რაზა და ევგენია შიშკოვა.

მსხვერპლთა შორის არის GE Aerospace-ის თანამშრომელი ვიკეშ პატელი.

კონექტიკუტის გუბერნატორის ნედ ლამონტის განცხადებით, მსხვერპლთა შორის იმყოფებოდა კეისი კრაფტონი - კონექტიკუტში მცხოვრები სამი შვილის მამა. ასევე იდენტიფიცირებულია იურიდიულ კომპანია Wilkinson Stekloff -ის ორი იურისტის, სარა ლი ბესტისა და ელიზაბეტ ენ კიზის ცხედრები.

  • დადასტურებულია, რომ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა 12 წლის ვუნდერკინდი ფიგურულ სრიალში ოლივია ტერი

მერილენდის ეროვნული პარკის (M-NCPPC) განცხადებით, ტერი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მაღალკვალიფიციური მოციგურავეებიდან, რომლებიც კანზასში, განვითარების ბანაკში სასწავლად შეარჩიეს.

დაღუპული მოციგურავეების ფოტოები

  • ავიაკატასტროფას ემსხვერპლა აშშ-ს ფიგურული სრიალის ასოციაციის 14-მდე წევრი.

გარდაცვლილებს შორის არიან 16 წლის მოციგურავე სპენსერ ლეინი, (უკანა ცენტრში). წინ რუსი მოციგურავე წყვილი: ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი

სამხედრო ვერტმფერნ Black Hawk-ის პილოტი ენდრიუ ეივსი

კია დუგინსი, რომელიც დედასთან დასვენების შემდეგ, ვაშინგტონში ბრუნდებოდა

წყვილი როჯერ და სტეფანი ჰაინოსები თვითმფრინავში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ. ისინი ფიგურული სრიალის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ

გარდაცვლილებს შორის არიან ჯინა ხანი (წინა რიგში წითელ სამოსში) და მისი დედა ჟანი

14 და 11 წლის დები, ვაშინგტონის ფიგურულ სრიალთა კლუბის წევრები იყვნენ

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფა მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამძებრო და ცხედრების ამოყვანის ოპერაცია გრძელდება.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენში კი - 3. ამ დროისთვის ამოყვანილია 28 ადამიანის ცხედარი თვითმფრინავიდან და ერთი - ვერტმფრენიდან.

„არ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფას ვინმე ცოცხალი გადაურჩა”, - განაცხადა ვაშინგტონის სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ დონელმა.

წყარო

იხილეთ ასევე: