ავტორი:

ჩოგბურთის "სექს-სიმბოლოს" საიდუმლო ცხოვრება ცნობილ ქმართან ერთად - სად გაუჩინარდა 90-იანი წლების სპორტის ლეგენდა, ანა კურნიკოვა?

ჩოგბურთის "სექს-სიმბოლოს" საიდუმლო ცხოვრება ცნობილ ქმართან ერთად - სად გაუჩინარდა 90-იანი წლების სპორტის ლეგენდა, ანა კურნიკოვა?

ანა კურნიკოვა 90-იან წლებში იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენი ქალი. ჩოგბურთის ვარსკვლავი პაპარაცებს მაგნიტივით იზიდავდა. სექს-სიმბოლო უნიკალურ გარეგნობასთან ერთად აერთიანებდა, შრომისმოყვარეობას და სწორედ ამიტომ, მან საოცარ წარმატებასაც მიაღწია.

თუმცა, უკვე წლებია, ის მედიის ყურადღების მიღმა, “საიდუმლოდ“ ცხოვრობს თავის პოპ-ვარსკვლავ ქმართან, ენრიკე იგლესიასთან და შვილებთან ერთად.

  • პაპარაცებმა ახლახან უახლესი ფოტოების გადაღება შეძლეს. შუა ასაკის კურნიკოვა მაიამის ძვირად ღირებულ კურორტზე - ბალ ჰარბორზე ინვალიდის ეტლში გადაიღეს.

ფოტოები იმაზე მეტს ამბობს ყოფილ ჩოგბურთის ვარსკვლავზე, ვიდრე ათასი ფოტოსესია. ისინი აშკარად გვახსენებენ კურნიკოვას ტრავმებთან ბრძოლას. რამაც სპორტსმენი აიძულა ჩოგბურთი 21 წლის ასაკში დაეტოვებინა.

43 წლის ყოფილი სპორტსმენი ოჯახთან ერთად, რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ცხოვრობს და როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა მოსწონს კიდეც.

ის ესპანელ მომღერალ ენრიკე იგლესიასთან ერთად 2001 წლიდან ცხოვრობს, თუმცა წყვილის ოჯახური მდგომარეობა უცნობია. წყვილს ჰყავს სამი შვილი, შვიდი წლის ტყუპები: ლუსი და ნიკოლასი და ხუთი წლის მერი.

2022 წელი - კურნიკოვა, ენრიკე იგლესიასი და წყვილის 3 შვილი, მომღერლის დაბადების დღეს აღნიშნავენ

წყარო

იხილეთ ასევე: