A'Studio-ს სოლისტმა ქეთი თოფურიამ შვილის, ადამის დაბადების დღის წვეულების ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. ადამი ოთხი წლის გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ადამი კადრები ქეთამ მილიონობით გამომწერის წინაშე გამოაჩინა.
"დღეს ჩემი საყვარელი ბიჭის დაბადების დღეა. იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი, ადამ", - წერს მომღერალი.
გრანდიოზულ წვეულებას მომღერლისა და მისი ბიზნესმენი მეუღლის, ახლობლები შვილებთან ერთად დაესწრნენ. როგორც ქეთა წერს, იმხიარულეს, როგორც ბავშვებმა, ასევე უფროსებმა.
ადამი ქეთასა და ლევ ძენგოვის პირველი საერთო შვილია. თოფურიამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი ძენგოვის შვილის წყალობით გაიცნო, რომელიც ლევს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.. კონცერტზე ქეთას გამოსვლის შემდეგ ლევის ვაჟს ლეონიდს მასთან ფოტოს გადაღება სურდა და მამასთან ერთად ბიჭი მის გასახდელში მივიდა. ძენგოვმა მომღერალს ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი პაემანზე დაპატიჟა. ასე დაიწყო მათი რომანი.
2024 წლის ივლისში წყვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ნიკოლი დაარქვეს.
ქეთა ასევე ზრდის 9 წლის ოლივიას, რომელიც ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებიდან ჰყავს. წყვილი 2017 წელს დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
წაიკითხეთ ასევე: