ავტორი:

"შენ ირჩევ "ხარებას" და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის..." - ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მსახიობ მანანა აბრამიშვილს მიმართავენ

"შენ ირჩევ "ხარებას" და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის..." - ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მსახიობ მანანა აბრამიშვილს მიმართავენ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, პროტესტის სხვადასხვა მხარეს მდგომ მსახიობებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

  • გუშინ, რუსთაველის თეატრში სპექტაკლ “მიჯაჭვული პრომეთეს” დასრულების შემდეგ მსახიობები, თამთა ინაშვილი, ანა ამილახვარი და ნატალია ყულოშვილი, სცენაზე მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც ეწერათ: "თავისუფლება ანდროს, თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს..."

პროტესტის ფორმა გოგონებს უამრავმა კოლეგამ მოუწონა, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ დაეთანხმნენ. რუსთაველის თეატრის მსახიობმა მანანა აბრამიშვილმა სცენაზე ამგვარი პროტესტის ფორმა დაგმო.

"არასწორი იყო, რაც იკადრეს ჩვენმა მსახიობებმა, თეატრში არ გაქვს იმის უფლება აკეთო, რაც მოგესურვება, არ გაქვს უფლება ისაუბრო რუსთაველის თეატრის სახელით. ქუჩა არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოხატო შენი პოზიცია, ხოლო თეატრში პატივი უნდა სცე კოლეგებს და მაყურებელს. ტრაგედია არ იყო გუშინ რაც იკადრეთ, არავის არავისი დაჭერა არ უხარია, მაგრამ შენ ამისთვის რუსთაველის თეატრი არ უნდა გამოიყენო.

ის მსახიობები, რომლებიც დღეს ჩართულები არიან პროტესტში ჩვენი კოლეგები არიან, ყველას პატივისცემა, მაგრამ ყველა ეს მსახიობი, როდესაც მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, იყვნენ მისი მომხრეები. ერთადერთი ვინც რეჟიმს ებრძოდა, იყო რუსთაველის თეატრი", – აღნიშნა ვიდეომიმართვაში მანანა აბრამიშვილმა.

  • მას მალევე გამოეხმაურნენ მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე. მათ კოლეგის მისამართით ვრცელი ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.

ნანკა კალატოზიშვილი:

- ახლა ჩვენ ვდგავართ სასამართლოსთან, ბევრი ადამიანია უსამართლოდ დაჭერილი. ეკა დემეტრაძეც აქ არის, შენი კოლეგა. ცუდ მდგომარეობაში ხარ მანანიკო, შენი შვილი აქციებზე დგას, გავიგე შენი პასუხი, რომ მე მას ამ თემაზე არ ველაპარაკებიო. იცი, რატომ არ ხარ მართალი? შენ ირჩევ ხარებას და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს. რა ფასეულობებზეა საუბარი?! ძალიან სასაცილოა, რომ ნაცებს გვეძახი.

ეკა დემეტრაძე:

- მანჩო, ჩემო საყვარელო მეგობარო, მე და შენ ბევრი კარგი დრო გვაქვს ერთად გატარებული. შენს მაგიერ მეუხერხულება, რაც თქვი. ზუსტად მიშას დროს, ნაცების დროს, გლდანის ციხესთან ვიდექი, იმიტომ რომ ჩემი ქმარი მიშა სააკაშვილმა უკანონოდ დააკავა. მაშინ 23 წლის ვიყავი, 5 თვის ბავშვი მყავდა. კარგად მაქვს ჩემს ტყავზე გამოცდილი, რა იყო ის რეჟიმი. თუ ეს რაღაცები არ იცი, მე ხომ მიცნობ, დამირეკე თუ ასე დარდობ და პატივისცემა გაქვს ჩემს მიმართ, მკითხე, გაგიზიარებ ყველაფერს.

ის რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო მკვლელი ამას ვსაუბრობთ, იმ ცხრა წელსა და ამ 12 წელს ვეღარ აიტანს ქვეყანა, სულ რაღაც რეჟიმის ქვეშ ვიყოთ. ამოვიდნენ ყელში ნაცებიც და ქოცებიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ იბრძვის სამართლიანობისთვის.

იხილეთ ასევე: