ავტორი:

რას აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბავშვი "ბაკურიანი ციდას" ბოთლიდან მიღებული წყლით დაზიანდა?

რას აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბავშვი "ბაკურიანი ციდას" ბოთლიდან მიღებული წყლით დაზიანდა?

სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი წყლით "ბაკურიანი ციდა" დაზიანდა - დაეწვა პირ-ხახა.

სოციალურ ქსელში ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ პანიკაა, მშობლები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ აღნიშნული წყალი ბავშვებს არ დაალევინონ.

როგორც გავარკვიეთ, ერთი ბავშვი მართლა წევს იაშვილის კლინიკაში და იქ მკურნალობს.

კომპანია IDS ბორჯომი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"საქართველოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას".

იხილეთ ასევე: