სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი წყლით "ბაკურიანი ციდა" დაზიანდა - დაეწვა პირ-ხახა.
სოციალურ ქსელში ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ 120 ბავშვია შეყვანილი კლინიკაში. შეიძლება ითქვას, რომ პანიკაა, მშობლები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ აღნიშნული წყალი ბავშვებს არ დაალევინონ.
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ამის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:
"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია".
იხილეთ ასევე: