ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა, გრემის დაჯილდოებაზე ცოლის ჩაცმულობის გამო 20 მილიონი დოლარი დაკარგა.
"კანიე უბრალოდ იყენებს ყველა შესაძლებლობას. "გრემის" დაჯილდოებაზე მისი და ბიანკა ცენსორის გამოჩენა წარმოუდგენელი იყო და იაპონიაში ამას საშინლად შეხვდნენ.
იაპონიაში ქალთა უფლებების პრობლემის შესახებ ცნობიერება იზრდება. ის, რაც რეპერმა გააკეთა, აღიქმება როგორც იძულების და კონტროლის აქტი და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მან დიდი შეცდომა დაუშვა იაპონელი აუდიტორიის დაუფასებლობით. მან არასწორად შეაფასა იაპონელი ხალხის ტოლერანტობა ამ ქმედებების მიმართ. ეს უბრალოდ აღარ არის მისასალმებელი. ეს მისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან დაახლოებით ერთი წელია იაპონიაში ცხოვრობს" - წერს Daily Mail-ი.
კანიეს საქციელმა ამერიკელი კოლეგების კრიტიკაც დაიმსახურა:
„ეს იყო სრული უპატივცემულობა გრემის მიმართ. ლოს-ანჯელესში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს თითქმის წარმოუდგენლად სულელური, უაზრო და არასწორია."
ნახეთ ასევე: