აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ელ სალვადორის პრეზიდენტი მზადაა, მიიღოს აშშ-დან დეპორტირებული მოქალაქეები, მათ შორის მოძალადე კრიმინალები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის ციხეში არიან.
"პრეზიდენტი ბუკელე დათანხმდა უკან დააბრუნოს ყველა სალვადორელი MS-13 ბანდის წევრი, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან შეერთებულ შტატებში. მან ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს და დააპატიმრებს მოძალადე არალეგალურ ემიგრანტებს, მათ შორის ვენესუელური Tren de Aragua ბანდის წევრებს, მაგრამ ასევე კრიმინალურ არალეგალურ მიგრანტებს ნებისმიერი ქვეყნიდან“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა განცხადებაში.
ტრამპთან საუბრის შემდეგ, მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკა თანახმაა ეროვნული გვარდიის 10 000 წევრის გაგზავნას საზღვარზე, რათა თავიდან აიცილოს მექსიკიდან ნარკოტიკებით ვაჭრობა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გააფართოონ მიგრანტთა დაკავების ცენტრი აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, გუანტანამოს ყურეში.
ტრამპის ბრძანებით, დაკავების ცენტრში, სულ მცირე, 30 000 დაკავებული მიგრანტის დატევა უნდა შეძლონ. როგორც ცნობილია, მემორანდუმის მიზანია, შეაჩეროს საზღვარზე უკანონოდ ხალხის შესვლა და ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა.
წაიკითხეთ ასევე: