"ჩემი ბავშვობა“, "როგორ მიყვარს ეს ორი გოგო“, "თვალწინ გამირბინეს იმ წლებმა, ბავშვობის ტკბილმა მოგონებებმა, ისევ ისეთი ლამაზები ხართ“ - ასე შეხვდნენ სოციალურ ქსელში ია და ეკა მანიჟაშვილების ერთად გამოჩენას 20 წლის შემდეგ. ჯგუფი "ემი", რომელიც 2000-იანი წლებში ქართულ ესტრადას იპყრობდა, წლებია უკვე არსად აღარ გამოჩენილა.
ია ამერიკაში ცხოვრობს, მუსიკოს ქმართან, დავისთან ერთად. ეკა თბილისშია, დაოჯახებულია და ტყუპ ბიჭებს ზრდის. 20 წლის შემდეგ დებმა ისევ გადაწყვიტეს ძველი დრო გაეხსენებინათ და ცნობილ ჰიტზე „მთვარე დამელოდება“ ახალი ვიდეო კლიპი ამჯერად ამერიკაში გადაიღეს.
ვრცელ ინტერვიუში, ია და ეკა გვიყვებიან რა შეიცვალა სცენიდან მათი გაქრობის შემდეგ და როგორ ცხოვრობენ დღეს
- გოგოებო, როგორ ჩაიარა თქვენს მუსიკალურ თანამშრომლობამ წლების შემდეგ? რა შეიცვალა თქვენში როგორც არტისტებში და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცნობილი ჰიტი თავიდან ჩაგეწერათ?
ია: ეკასთან ერთად ნებისმიერი საქმის კეთება უდიდესი სიამოვნებაა, სიმღერა კიდევ უფრო დიდი სიამოვნება. ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჰარპერ ლის თავის რომანში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ერთ-ერთი გმირი საოცარ ფრაზას ამბობს „სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ნათესავები (ოჯახი) საბედნიეროდ მეგობრებს ჩვენ ვირჩევთ“. ესეც ის შემთხვევაა და გამართლება როცა შენი ოჯახის წევრი, შენი დნმ, შენი და შენი საუკეთესო მეგობარიცაა, თანამოაზრეც, საუკეთესო პარტნიორიც საქმეში.
ეკა: იასთან ამერიკაში სტუმრად ჩავედი, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ზედმეტი დაგეგმვის, ფიქრის და მიზანსცენების გარეშე. ასეთები ვართ ბუნებრივად და ამიტომაც გამოდის ჩვენი ერთობლივი გამოჩენა ყოველთვის საინტერესოც და ესთეტიკურიც. იას მეუღლე ბევრი წელია ნიუ იორკში მუსიკალურ ინდუსტრიაშია და სურვილი გაჩნდა თუ არა, მისი დახმარებით განვახორციელეთ.
- წლების წინ განუყრელი დები, ახლა დიდი მანძილით ხართ დაშორებული, როგორია ასე ცხოვრება?
ია: ცხოვრებაში არის მომენტები როცა ორი ადამიანის მიზნები, პრიორიტეტები იცვლება და სხვადასხვა მიმართულებით მიდის. ჩვენ, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნება ვართ, ჩვენი მიზნებით და ოცნებებით.
ასე მოხდა, მე 11 წლის წინ ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. უფრო მეტი სივრცე და შესაძლებლობები მჭირდებოდა, რასაც საქართველოში ვერ ვახერხებდი. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
ეკა: მანძილი ვერ ცვლის საყვარელ ადამიანებთან ემოციურ კავშირს, ზრდასრულ ადამიანებში სულ პირიქით არის ეს ამბავი. ახლა იას ჩემი შვილების მონატრებაც დაემატა, რომლებიც ამერიკაში იღებენ უმაღლეს განათლებას და მსოფლიო მეგაპოლისში ერთმანეთსაც კიდევ უფრო ხშირად ვნახავთ.
- წლების შემდეგ ორივემ სხვადასხვა გზა აირჩიეთ და მუსიკა თითქოს ცალკე დარჩა. როგორია ახლა თქვენი ცხოვრება ამერიკასა და საქართველოში?
ია: მუსიკა სულ იყო და არის ჩემს ცხოვრებაში, არცერთი დღე მუსიკის გარეშე არ ყოფილა. ეს ეკამ უღალატა მუსიკას (იღიმის) მე ასე ვთვლი. 2023 წელს ჩემი სინგლიც გამოვუშვი ამერიკაში ia manijka –„Disco“ და მასზე გადაღებული ვიდეო, რომელიც ჩემი მეუღლის (მუსიკოსი Davi Mc) სტუდიაში ნიუ იორკში Davi mc Production-ში გადავიღეთ და ჩაიწერა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Ia Manijka (@iamanijka)

თამამად ვიტყვი ყველაზე ძვირად ღირებული და მაღალი ხარისხის მუსიკალური ნამუშევარია რაც კი ქართულ რეალობაში გადაღებულა. მიუხედავად იმისა რომ ამერიკაში ახალ პროფესიას დავეუფლე, თარჯიმანი ვარ და ფსიქიატრიულ კლინიკაში უცხოენოვან პაციენტებს ვუწევ მომსახურებას. პარალელურად მე და ჩემი მეუღლე მუსიკალურ საქმიანობას აქტიურად ვაგრძელებთ. ჩვენი ამერიკაში ჩამოსვლის მთავარი მიზანიც ეს იყო და ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად რჩება.
ეკა: მე საქართველოში დავრჩი და სხვადასხვა მიმართულებებით ვრეალიზდი, საინტერესო, მსუყე ცხოვრება მაქვს, ოჯახი, საკუთარი არაერთი საქმე და ბიზნესი, მოგზაურობა, მეგობრები და ამას ისევ თუ დავუმატებთ მუსიკას, იქნება სრული შლეიფი. იასგან განსხვავებით, მუსიკის გარეშე ყოფნა ჩემთვის არ იყო დისკომფორტი, ვერც საინტერესო, ჯანსაღ გარემოს ვხედავდი ამ პლატფორმაზე.
- ელოდით, რომ საზოგადოებას კიდევ ახსოვდით და ახალი თაობაც კი გიცნობდათ. თქვენი სიმღერის მოკლე ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
ია: სიმართლე გითხრათ არ ველოდი, 20 წლის წინ ადამიანები რადიოსა და ტელევიზიით გვისმენდნენ, ჟურნალ-გაზეთებით იგებდნენ ჩვენს შესახებ ნებისმიერ ამბავს. მაშინ იმის აღქმა თუ რამდენად უყვარდი მაყურებელს/მსმენელს, ან რამდენად პოპულარული იყავი ნაკლები იყო. გულწრფელად გეტყვით სრული შოკი მაქვს ის რაც ამ 20 წამიან ვიდეოს გამოქვეყნებას მოყვა, გაოცებული ვარ სიყვარულის ამ დოზით გამოხატვისგან, აბსოლუტურად წარმოუდგენელია რასაც კომენტარებში ვკითხულობთ.
ეკა: გულწრფელი, დადებითი ემოციების მუხტის გაზიარებით შეიძლება მიიღო ის რაც მოყვა ახლა ჩვენს ერთობლივ გამოჩენას. ასე იყო მაშინაც როცა პირველად გამოვჩნდით და არაფერი შეცვლილა. მე და ია ვქმნით ჯადოსნურ წრეს, ჰარმონიას და რასაც გავცემთ იგივე ენერგია ბრუნდება, ურთიერთქმედების კანონი ასეთია.
- შეიძლება მომავალში კიდევ მსგავსი მუსიკალური პროექტები ვიხილოთ?
ია: ადვილი არ არის ორ სხვადასხვა ქვეყანაში მუსიკის კეთება, მაგრამ ამ საოცარმა რეაქციებმა, სიყვარულმა რაც მე ბოლო დღეებში ვიგრძენი ახალ გეგმებზე დაგვაფიქრა... და საინტერესო იდეებიც გაგვიჩნდა.
ეკა: ყველა ჩემი სხვა საქმისგან განსხვავებით, დღეს ეს არ არის ჩემთვის ბიზნესი, თუმცა ორი ათეული წლის წინ, ამას არც თუ ცუდი შემოსავალი მოჰქონდა. მუსიკა ყოველთვის იყო და იქნება საყვარელი საქმე, გატაცება, რომელსაც პირველ რიგში საკუთარი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი და ჩვენსავით შეუყვარდა მსმენელსაც. ყველაფერი საინტერესო მოულოდნელად ხდება, ამიტომ გეგმები და სამომავლო პროექტები ვიცით მხოლოდ მე და იამ.
- როდესაც დუეტში მღეროდით და წარმატებული კარიერა გქონდათ, თქვენი აზრით, რა იყო იმ მომენტში წარმატების მიზეზი?
ია: გამიჭირდება ერთი კონკრეტული ფაქტორის გამოყოფა, ჩვენ ყოველთვის ერთნაირი ფასეულობები, შეხედულებები და თან ამავე დროს განსხვავებული ხასიათი გვქონდა, რაც საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდიდა ჩვენს შემოქმედებას. ფასეულობები ოჯახიდან მოდის, ჩვენი მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო განათლება, განვითარებაზე კონცენტრირებული გარემოს შექმნა. ვიზუალი, ჩაცმის სტილი, სწორად შერჩეული რეპერტუარი, ყველა სიმღერა და ტექსტი ჩვენთვის იწერებოდა, ჩვენს ცხოვრებაზე იყო და ალბათ ეს გულწრფელობაც ხიბლავდა მსმენელს. და კიდევ ერთი ჩემთვის აუხსნელი ფენომენია ის რეაქცია რაც ჩემი და ეკას ერთად გამოჩენას ახლავს ხოლმე თან.
ეკა: გონივრულად შერჩეული რეპერტუარი, რომელსაც ჩვენი დაკვეთით წერდა კომპოზიტორიც და ტექსტის ავტორიც. ყველაფერთან ერთად კი უბრალოდ იღბლიანი ადამიანები ვართ და მადლიერი ყოველი დღის როცა „მზე ისევ ამოვა...“
ფოტოები: Davi Mc Production
წაიკითხეთ ასევე: