ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი კანიე უესტი ამბობს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ადრე არასწორად დაუსვეს, ხოლო მისი ახალი დიაგნოზი კი აუტიზმია.
"ექიმთან ჩემმა ცოლმა წამიყვანა... ამბობდა, რომ ჩემი ხასიათი ბიპოლარულს არ ჰგავდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ჩემი დიაგნოზი აუტიზმია" - თქვა კანიემ.
ცნობისთვის, 2020 წელს კიმ კარდაშიანმა, უესტის ყოფილმა ცოლმა, უესტის მენტალური ჯანმრთელობის მართვის სირთულეზე ისაუბრა.
"მათ, ვისაც ესმით, როგორია მენტალური დაავადება ან კომპულსური ქცევა, იციან, რომ ოჯახი უძლურია, თუ ეს ოჯახის წევრი უმცროსი არ არის. ადამიანები, რომლებმაც არ იციან ან არ ჰქონიათ შეხება ამ გამოცდილებასთან, შესაძლოა განმსაჯონ ის და ვერ გაიაზრონ, რომ დახმარების ძიების პროცესში თვითონ ინდივიდი უნდა ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, თუ რა ძლიერ ცდილობს ამას ოჯახი თუ მეგობრები" - თქვა კარდაშიანმა.
ნახეთ ასევე: